რესპუბლიკური საავადმყოფოს დემონტაჟს პერსონალი კლინიკის ეზოში აპროტესტებენ, ისინი მერიას გადაწყვეტილების გადახედვისკენ მოუწოდებენ. მედპერსონალი სამუშაო ადგილების დაკარგვაზე და ქვეყნის მთავარი კლინიკის შესაძლო გაუქმებაზეც საუბრობენ.
"ჩვენ ვაპირებთ პროტესტის გაგრძელებას, სანამ რამე არ გაირკვევა. დღეს აქ ვართ და ხვალ იქნება ცოტა დიდი აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან. ვიცით, რომ ჯანდაცვის სამინისტროში რაღაც საკითხები არ განიხილება, ამიტომ აქციები მთავრობის სახლთან დაიგეგმება და შეიძლება, აქციებმა მკაცრი, რადიკალური სახე მიიღოს. ვაპირებთ სახელმწიფოს ყველა უწყებასტან მისვლას და აქციას. მოსახლეობას მოვუწოდებ, ჩაერთონ პროტესტში. ეს არ არის მხოლოდ რესპუბლიკურის თანამშრომლებისა და ექიმების საქმე, ეს საზოგადოებასაც ეხება, რადგან ქვეყანა შესაძლოა, დარჩეს მთავარი საავადმყოფოს გარეშე", - ამბობს ექიმი მალხაზ გოგუა.