გლდანის რაიონში მომხდარ ინციდენტს თბილისის საკრებულოს ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის თავმჯდომარე გამოეხმაურა.
როგორც ლევან არველაძემ განაცხადა, აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადება ყველა კოლეგამ გააკეთა. ამასთანავე შინაგან საქმეთა სამინისტრომ მყისიერად დაიწყო გამოძიება, რის შემდეგაც მოხდა ინციდენტში მონაწილე 6 პირის იდენტიფიცირება და მათი დაკავება.
„ამდენად, გაუგებარია, რა პასუხისმგებლობაზეა ლაპარაკი. ჩვენი მხრიდან პასუხისმგებლობაც არის აღებული და კითხვებზეც შესაბამისი პასუხებია გაცემული“, -განაცხადა ლევან არველაძემ და ოპოზიციას საკრებულოში ქუჩური გარჩევების ნაცვლად თვითმმართველობის საკითხებზე მუშაობისკენ მოუწოდა.