ისრაელში მყოფი და საქართველოში გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის 11 ოქტომბერს 11:40 სთ-ზე დამატებითი რეისი ჩაინიშნა, - ამის შესახებ ისრაელში საქართველოს ელჩი ლაშა ჟვანია სოციალურ ქსელში წერს.
„ისრაელში მყოფი და საქართველოში გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის 11 ოქტომბერს 11:40 სთ-ზე ჩაინიშნა “საქართველოს ავიახაზების” დამატებითი რეისი თბილისის მიმართულებით. ბილეთების შეძენა შეგიძლიათ ინტერნეტით. მოთხოვნასთან ერთად, შესაძლებელი იქნება დამატებით სხვა რეისის ჩანიშვნაც. მადლობა ისრაელის ტრანსპორტის სამინისტროს და ჩვენს მეგობარ Miri Regev מירי רגב-ს საქართველოს მთავრობის თხოვნის დროულად დაკმაყოფილებისთვის", - წერს ჟვანია.