დღეს, ისრაელიდან, სხვაგვარად აღვიქვამ ჩვენი დიდი სვეტიცხოვლის არსს. ის, რაც სვეტიცხოველია, ყოველივე, ღვთის მიუწვდომელი განგებით, ჩვენი ქვეყნის ერთგულ ებრაელბთან არის დაკავშირებული. ებრაელებმა ჩამოგვიტანეს ელია წინასწარმეტყველის ხალემი და საქართველოს ებრაელთა რაბინის - ელიოზის ხელით ინება განგებამ ხელთუქმნელი სასწაულმოქმედი კვართის მობრძანება დავით მეფის მიერ დაფუძნებული ისრაელის გულიდან - წმინდა იერუსალიმიდან იბერიის გულში - წმინდა ქალაქ მცხეთაში.
"ებრაელ სიდონიას უპყრია წმიდათა წმინდა სამოსელი ქრისტესი, მის საფლავზე ინება ქვეყნიერების შემოქმედმა სასწაულებრივი განკურნება იმჟამად, წარმართ ქართველთა. დღეს, ქართველი ერი იხსენებს იმ წყალობას ღვთისას, რომელიც ებრაელთა ხელით დაგვაბერტყა ღმერთმა.
ის ვინც მუხლს იდრეკს სვეტიცხოვლის წინაშე - ასევე მუხლს იდრეკს ებრაული წარმოშობის წმ. სიდონიას საფლავთან საფლავთან, რომელიც საქართველოს ეკლესიის ერთ-ერთი პირველი წმინდანიც არის. ეს ისტორია, ეკლესიის მიერ ნაგოგმანები თაობიდან თაობას კურთხევად გადაეცემა ჩვენსას!
საქართველოს პატრიარქი წმინდა, ხშირად ბრძანებს, რომ დალოცვა ებრაელისგან არის დალოცვა ღვთისგან. დღეს, ებრაელს უჭირს, დღეს იერუსალიმი ძაძებშემოსილია, დღეს ღვთისმშობლის მიძინების სიონი ტირის! დღეს ჩვენს ისტორიულად ერთგულ ერს დალოცვა სჭირდება ჩვენი!
הֵיטִיבָה בִרְצוֹנְךָ אֶת צִיּוֹן תִּבְנֶה חוֹמוֹת יְרוּשָׁלִָם
(“ჰეიტივა ბირცონეხა ეთ ციონ ტიბანე ხომოთ იერუშალაიმ”)
“კეთილი უყავ უფალო, ნებითა შენითა სიონს და აღაშენენ ზღუდენი იერუსალიმისა”.
გონებით და გულით ქართველი ებრაელი სიდონიას საფლავიდან გლოცავთ ისრაელის ერო! გაძლიერდით, განმტკიცდით! ყველაფერი კარგად იქნება!
დამლოცველმა, ჩვენც დაგვლოცეთ გამძლეობაზე, სვეტიცხოვლობას. 🙏❤️🙏- წერს ლაშა ჟვანია.