ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ გელათში, სასაფლაოს ტერიტორიაზე ტაძრის არქეოლოგიური გათხრების წარმოების  ნებართვა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ 2025 წლის 2 მაისს გასცა.

არქეოლოგიურ ექსპედიციას ხელმძღვანელობს არქეოლოგი დავით ყვავაძე. აღმოჩენის შეფასების მიზნით კულტურული მემკვიდროების დაცვის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტთა ჯგუფი ადგილზე იმყოფებოდა. 

სპეციალისტების შეფასებით აღმოჩენილია ადრეშუასაუკუნეების ჯვრის ტიპის ტაძარი, ოთხი ნახევარწრიული აბსიდითა და ოთხი ნახევარწრიული აბსიდთშორისი უბით.

ტაძარს აგრეთვე ეტყობა მოგვიანებითი აღდგენის კვალი, რაზეც მოწმობს, აგურით ნაგები თაღები. ტაძრის გარშემო აღმოჩენილი განვითარებული შუასაუკუნეების ხანის კერამიკის ფრაგმენტები (დოქების,ქოთნების, ჯამების,ქვევრების,სადღვებლების და სხვ.) მოწმობს, რომ ტაძარი განვითარებულ შუა საუკუნეებში ფუნქციონირებდა.

სამუშაოების მასშტაბურობიდან გამომდინარე ობიქტის კვლევის პროცესი გაგრძელდება მომდევნო ორი თვის განმავლობაში და საბოლოო ინფორმაცია ეცნობება საზოგადოებას.