კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ, საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში, თვითნასწავლი ახალგაზრდა ხელოვანის - გელა ლეკიშვილის გამოფენა დაათვალიერა.
გამოფენაზე სახელწოდებით "გენეზისი" წარმოდგენილი იყო სივრცითი ნამუშევრები და ქანდაკებები: „ოქროსფერი ელვა“, „შინაგანი ძალა“, „ბალანსი“, „თავისუფლება“, „სამოთხის ნაწილი“, „საქართველოს ისტორიის რუკა-მემატიანე“, „სიცოცხლის ხე“, „მშვიდობის ანგელოზი“ და სხვ.
ექსპოზიციის მთავარი ნამუშევარია ლითონის მავთულით შესრულებული მონუმენტური ქანდაკება „უკანასკნელი ორთაბრძოლა“








