ხმის მიცემა საბავშვო ევროვიზიაზე დაიწყო! საქართველოს წარმომადგენლისთვის, ანიტა აბგარიანისთვის ხმის მიცემა შესაძლებელია საქართველოდან და მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან.

გადადით მბულზე https://vote.junioreurovision.tv ამისთვის საჭიროა, უყუროთ მოკლე ვიდეოკოლაჟს, აირჩიოთ საქართველო და კიდევ ორი ნებისმიერი ქვეყანა, და დააჭიროთ ხმის მიცემის ღილაკს ამის შემდეგ მარტივ მათემატიკურ მოქმედებას შეასრულებთ (მაგ. 1+2; 4-3) და დააჭერთ დადასტურების ღილაკს

ხმის მიცემა დროებით შეწყდება 20:00 საათზე, როდესაც კონ­კურ­სის პირ­და­პი­რი ტრანსლა­ცია დაიწყე­ბა

თვრამეტივე მო­ნა­წი­ლის გა­მოს­ვლის შემ­დეგ ხმის მი­ცე­მა 15 წუ­თით ისევ გა­ნახ­ლდე­ბა, რა დრო­საც თქვენ ისევ შეძ­ლებთ მეორედ ხმის მი­ცე­მას ხმის მიცემა შესაძლებელია 1 ტელეფონიდან და 1 კომპიუტერიდან მხოლოდ ერთხელ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი მა­ყუ­რებ­ლი­სა და ჟი­უ­რის და­ჯა­მე­ბუ­ლი ქუ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბით გა­მოვ­ლინ­დე­ბა

დღეს ფინალური შოუს პირდაპირ ტრანსლაციას ღონისძიების მასპინძელი, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგთავაზებთ.