ვწუხვარ ცნობილი ქართველი რეჟისორის, ელდარ შენგელაიას გარდაცვალების გამო - უდიდესი დანაკარგი განიცადა ქართულმა კინოხელოვნებამ. - ამის შესახებ თბილისის მერის, კახა კალაძის სამძიმრის წერილშია ნათქვამია
"მის ფილმები, არა მხოლოდ ქართული, მსოფლიო კულტურის ნაწილია, მისი კინოფრაზები კი ჩვენი საზოგადოების ყოველდღიურ დიალოგებად იქცა.
ელდარ შენგელაიას შემოქმედება, ქართული ტიპაჟებით, თვითირონიით, ინდივიდუალიზმით, ტკივილისა და იმედის განცდით - კარგა ხანია გასცდა ეკრანის ჩარჩოს და იქცა ქართველი ხალხის საკუთრებად.
ვუსამძიმრებ ბატონი ელდარის ოჯახის წევრებს, კონოსაზოგადოებას, მთელ საქართველოს!