საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპიაშვილი კინორეჟისორ ელდარ შენგელაიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმრის წერილს ავრცელებს:

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ გენიალური ქართველი კინორეჟისორის ელდარ შენგელაიას გარდაცვალების გამო. ელდარ შენგელაიას კინო შედევრებს ღირსეული ადგილი უკავია არა მხოლოდ ქართული, არამედ მსოფლიო კინემატოგრაფიის ისტორიაში. მის მიერ შექმნილი პერსონაჟები ერთნაირად შეიყვარეს თაობებმა, ხოლო ფრთიანი ფრაზები ყოველდღიური ქართული სასაუბრო ლექსიკის განუყოფელ ნაწილად იქცა. ვუსამძიმრებ ბატონი ელდარის ოჯახს, მის ახლობლებს და ქართულ საზოგადოებას უდიდეს დანაკლისს, ბატონი ელდარის დანატოვარი მემკვიდრეობა სამუდამოდ დარჩება ჩვენს გულებში და ქართული ხელოვნების ისტორიაში", - ნათქვამია შალვა პაპუაშვილის წერილში.

ქართველი რეჟისორი, 4 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი ელდარ შენგელაია გარდაიცვალა