ე.წ. კადეტთა კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებულია.

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ თაბუკაშვილის ქუჩაზე შეკრებილ საზოგადოებას მიმართა და განაცხადა, რომ ე.წ. კადეტთა კორპუსის მდგომარეობა რეაბილიტაციის დაწყებამდე უმძიმესი იყო. შენობაში 100 ოჯახი ცხოვრობდა.

კალაძემ აღნიშნა, რომ დეკემბრისთვის შენობაში ყველანაირი სამუშაო დასრულდება და მოქალაქეებს გარემონტებული საცხოვრებელი ფართები გადაეცემათ.