22 თებერვალს გამართულ სხდომაზე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 18 კანდიდატი დაარეგისტრირა.


საქართველოს სასამართლოს გუშაგის ინფორმაციით, კანდიდატებს შორის არიან მოქმედი მოსამართლეები, ასევე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი და ყოფილი წევრები:

ბადრი შონია, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი წევრი, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე;

პაატა სილაგაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი წევრი, ასევე, წარსულში იყო ის საბჭოს წევრი (2013-2017 წლები), ამჟამად თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარე;

ირაკლი ბონდარენკო, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი;

ლაშა თავართქილაძე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე;

გოჩა დიდავა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე;

ეკატერინე კულულაშვილი, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე;

მერაბ ლომიძე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე;

ნათია მერაბიშვილი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე;

გიზო უბილავა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე;

სიმონ ჩხაიძე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე;

ზურაბ ძლიერიშვილი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოქმედი მოსამართლე;

გოჩა ჯეირანაშვილი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე;

გიორგი გოგინაშვილი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე.

სიაში ასევე არიან ადვოკატები და სხვა იურისტები.