ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, გიდეონ საარი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და მის ღვაწლს განსაკუთრებულ შეფასებას აძლევს.
„დამამწუხრა ცნობამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების შესახებ: დიადი ლიდერი, ისრაელისა და ებრაელი ხალხის მეგობარი“, - აღნიშნა მინისტრმა.
ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 93 წლის ასაკში 17 მარტს გარდაიცვალა.










