შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენს არხებზე საფეხბურთო მატჩების ტრანსლაცია განხორციელდება კომენტირების გარეშე, - ამის შესახებ „სილქსპორტი“ სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო
გაცნობებთ, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენს არხებზე საფეხბურთო მატჩების ტრანსლაცია განხორციელდება კომენტირების გარეშე“, - წერია განცხადებაში.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.




