საქართველოს გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძის განცხადებით, შოვის სტიქიასთან დაკავშირებით გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდგომ საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან.

ირაკლი შოთაძის თქმით, დაკითხულია ასეულობით მოქალაქე, დანიშნულია მთელი რიგი ექსპერტიზები და დაზარალებულებს, დაზარალებულების უფლებამონაცვლეებს წვდომა აქვთ სისხლის სამართლის საქმის მასალებზე.

„ისინი ჩართული არიან გამოძიების პროცესში და თითოეული მათი შუამდგომლობა, პოზიცია სხვადასხვა სახის საგამოძიებო მოქმედებასთან გათვალისწინებულია. გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს და  მისი დასრულების შემდეგ საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას მივაწვდით“, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა შოვში დაღუპული 32 ადამიანის ცხედარი იპოვეს, ერთს კი ამ დრომდე ეძებენ.