თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად ვიცე-პოლკოვნიკ კახაბერ ზურაბაშვილის გარდაცვალების გამო, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორე მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს:
"მიიღეთ ჩვენი სამძიმარი თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად ვიცე-პოლკოვნიკ კახაბერ ზურაბაშვილის გარდაცვალების გამო. ყველა ახასიათებს მას, როგორც სამშობლოსთვის თავდადებულ პიროვნებას, საუკეთესო ხელმძღვანელსა და გამოცდილ მფრინავს.
უფალმა დააწესოს მისი უკვდავი სული სავანესა მართალთასა, ხოლო ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მოგმადლოთ მშვიდობა, მისთვის ლოცვის ძალა და რწმენა იმისა, რომ სიცოცხლე არ მთავრდება გარდაცვალებით, არამედ იგია დასაწყისი მარადიული ცხოვრებისა, რომლისთვისაც ყველანი უნდა ვემზადებოდეთ.
ილია II სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის