უბედური შემთხვევა მოხდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში.

არსებული ინფორმაციით, 2 წლის ბავშვმა ელემენტი გადაყლაპა. 

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გოგონა თავდაპირველად ადგილობრივ კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების  გამო, მისი  თბილისში ტრანსპორტირება გახდა საჭირო. 

მედიკოსების მცდელობის მიუხედავად,  ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა. 

შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.