ზურაბ ჩხაიძისგან მომისმენია, რომ მაქსიმალურად ყველაფერი გავაკეთეთ, მაგრამ მდგომარეობა უარესდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩემი შვილის სხვაგან გადაყვანაა საჭირო - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა.
„გუშინ ყველა არხს ვუსმენდი, სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრებმა თქვეს, რომ საგანგაშო და კრიტიკული მდგომარეობაა, სიკვდილი შეიძლება ნებისმიერ მომენტში დადგეს, ის თქვეს, რასაც მე ყოველდღე თქვენ გიყვებით, ზუსტად ეს დაინახეს ამ ექიმებმა. მათ კლინიკა „ვივამედში“ სულ 9 ვიზიტი ჰქონდათ. ისინი საკმარისად კარგად იცნობენ პაციენტს, მისი მდგომარეობა იციან. ასევე, ის დოკუმენტები აქვთ, რომელსაც კლინიკა მათ აწვდის. მათგან ხშირად ისმოდა, რომ აუცილებელია მისი უცხოეთში გადაყვანა. ზურაბ ჩხაიძისგან მომისმენია, რომ მაქსიმალურად ყველაფერი გავაკეთეთ, მაგრამ მდგომარეობა უარესდება. ეს იმას ნიშნავს, რომ სხვაგან მისი გადაყვანაა საჭირო“, - განაცხადა ალასანიამ.