თბილისის საკრებულოს სხდომა წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის გამოსვლით დაიწყო.
გიორგი ტყემალაძემ 26 მარტის მოვლენის ისტორიულ მნიშვნელობაზე ისაუბრა და საქართველოს ნაკრებსა და მის გულშემატკივარს გამარჯვება მიულოცა.
"26 მარტს თითოეული ჩვენგანის ოცნება ასრულდა. საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობას მიიღებს.
თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, გულშემატკივარს ყველას ვულოცავ ამ გამარჯვებას, ბიჭებს კი იმ თავგანწირვისთვის, რომელიც ამ ადამიანებმა მთელი შეჯიბრის დროს, განსაკუთრებით კი, 26 მარტს გამოიჩინეს, მადლობას ვუხდი’’, -განაცხადა გიორგი ტყემალაძემ და იმედი გამოთქვა, რომ ივნისში ჩვენი ნაკრები კიდევ უფრო მეტ წარმატებას მიაღწევს.
გიორგი ტყემალაძემ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წვლილზეც ისაუბრა. მან ფედერაციის წარმომადგენლებს და ვეტერან ფეხბურთელებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
გიორგი ტყემალაძემ წარმომადგენლობით ორგანოს წევრს ლევან ჟორჟოლიანს ახალ პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და კოლეგებს მისი უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე საკითხი წარმოუდინა.
"თქვენთან ერთად ლევან ჟორჟოლიანს გაწეული საქმიანობისთვის დიდ მადლობას ვუხდი. 2017 წლიდან ლევანი საკრებულოს ერთ-ერთი შრომისმოყვარე და გამორჩეული წევრი იყო.
დარწმუნებული ვარ, რომ ის ახალ, საპასუხისმგებლო პოზიციაზეც ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც საკრებულოში," -განაცხადა გიორგი ტყემალაძემ, ლევან ჟორჟოლიანს წარმატებები უსურვა.