უზენაეს სასამართლოშიც პირწმინდად მოვიგეთ!კარგი საქმეების კეთებაში, ხელს ვერავინ ვერ შეგვიშლის!,- ამის შესახებ ხელოვნების სასახლის ხელმძღვანელი გიორგი კალანდიას სოციალურ ქსელში წერს.
„დღეს უზენაეს სასამართლოშიც პირწმინდად მოვიგეთ! ვულოცავ საკუთარ თავს, ვულოცავ ჩემს მეგობარ დავით ოყუჯავას, ჩვენს შესანიშნავ ადვოკატს თაზოს და ზუგდიდის დადიანების სასახლეების ყველა თანამშრომელს! კარგი საქმეების კეთებაში ხელს ვერავინ ვერ შეგვიშლის! ძალა ერთობაშია! დანარჩენ დეტალებს მოგვიანებით მოვყვები, როცა გადაწყვეტილება ხელზე ჩაგვბარდება“,- წერს გიორგი კალანდია.