ამის შესახებ სოციალურ ქსელში ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია წერს:
"მეგობრებო აი ასეთი ხელდამშვენებული ჩამოვდივარ საქართველოში... საკმაოდ მნიშვნელოვანი და დიდი ლიტერატურა მომაქვს ხელოვნების სასახლისათვის ბასკეთის რეგიონის ეთნოგრაფიის, ისტორიის, კულტურის შესახებ.. აღარაფერს ვამბობ უნიკალური საარქივო ფოტოებისა და აუდიო-ვიდეო მასალის ციფრულ ასლებზე... ამ მხრივ საქართველოში ხელოვნების სასახლე ყველაზე მდიდარი ინსტიტუცია იქნება.. დიდი მადლობა საქართველოს კულტურის მინისტრს წულუკიანი თეა ჩვენი მუზეუმის ტრადიციული მხარდაჭერისათვის, მისი ფრანკოფონიული კავშირები საფრანგეთის დიდ მუზეუმებში ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა... განსაკუთრებული მადლობა ჩემს მეგობარს ნოე სულაბერიძეს Noe Sulaberidze • ნოე სულაბერიძე რომელთან ერთადაც მუშაობა არამარტო ძალიან ნაყოფიერია, არამედ ბევრი კარგი საქმის საწინდარიცაა...მოკლედ დარწმუნებული ვარ ჩვენი თანამშრომლებისა და მეცნიერების მხარდაჭერით არაერთ სამომავლო კვლევას დაედება საფუძველი"