მსოფლიო ჯანდაცვის ექსპერტი დუშენის დაავადებასთან დაკავშირებით, განმარტება სოციალურ ქსელში აკეთებს:

"დუშენის ტიპის კუნთოვანი დისტროფია (Duchenne Muscular Dystrophy, DMD) არის მძიმე, გენეტიკურად განპირობებული დაავადება, რომელიც გამოწვეულია დისტროფინის გენის დაზიანებით. დაავადების სრულად განკურნება თანამედროვე მედიცინას ამ ეტაპზე არ შეუძლია.

მედიკამენტი, რომელიც აშშ-ის მარეგულირებელმა ორგანომ (FDA) გარკვეული პირობებით დაუშვა, ხოლო European Medicines Agency-მ (EMA) მის ავტორიზაციაზე უარი განაცხადა, წარმოადგენს ექსპერიმენტულ/საცდელ გენურ თერაპიას. მისი მიზანი არ არის დაავადების სრული განკურნება ან სიცოცხლის დადასტურებულად გახანგრძლივება, არამედ კვლევა იმისა, შეუძლია თუ არა გარკვეულ პაციენტებში სიმპტომების ნაწილობრივი შემსუბუქება ან დაავადების პროგრესირების გარკვეული შენელება.

ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას ჰქონდეს სრული და ზუსტი ინფორმაცია როგორც შესაძლო სარგებელზე, ისე შესაძლო რისკებზე, რადგან მსგავსი თერაპიები ჯერ კიდევ აქტიური სამეცნიერო შეფასებისა და დაკვირვების პროცესშია."- წერს გიორგი ფხაკაძე.