რა უნდა გემს შუა ქალაქში ან მატარებელს - ზეცაში? რა უნდა სიტყვას დუმილში ან ღიმილს - გულგრილობის ნაცარში? რა უნდა სიყვარულს ეგოიზმში ან ბაზარს - ტაძარში? რა უნდა ღვარძლს სინანულში ან სიხარულს - ბოროტებაში? ის, რაც ცხოვრებაში წარმოუდგენელი ან მიუღებელია, ხელოვნებაში შეიძლება სიდიადით ბრწყინავდეს. - ამის შესახებ ფილოლოგი გია მურღულია სოციალურ ქსელ წერს.
"არასდროს აურიოთ ერთმანეთში რეალობა და წარმოსახვა, ცნება და მხატვრული სახე. ამის გამკეთებელი არასწორ გადაწყვეტილებებს იღებს და მუდმივად მარცხდება.
P.S. რატომღაც ერთი გამონათქვამი გამახსენდა:"ყველა განზოგადება მცდარია. მათ შორის - ესაც." - წერს გია მურღულია.