ამის შესახებ სოციალურ ქსელში ფილოლოგი, გია მურღულია წერს:
"გულის თვალი ჩვეულებრივზე მეტს ხედავს.
გულის ყურს ჩვეულებრივზე მეტი ესმის.
გულის ძგერა ნიაგარაზე მეტს ხმაურობს.
გულის ფანცქალი ემოციათა ემოციაა.
გულის გული სხვა სიღრმეს აჭარბებს.
გულის ნადები საიდუმლოთა საიდუმლოა.
გულთან ახლოს ყველაზე ახლოსაა.
გულის ვარდი სიყვარულის გვირგვინია.
გულშემატკივრობა მოყვასის ღირსებაა.
გულის გზა სამოთხისკენ მიდის.
გულის კარი ღმერთის შესასვლელია.
როცა ადამიანზე ამბობენ, რომ ის "ცარიელი გულია", ეს ყველაზე დიდი სისავსეა.
გულწრფელობა ადამიანურობის სამშვენისია.
გულადი ადამიანები სამყაროს ცვლიან.
გულთმისანი იდუმალს აახლოებს.
გულხელდაკრეფილი სიცოცხლეს
აფერხებს.
გულდედალი წარმატებას ვერასდროს მიაღწევს.
გულჩათხრობილი სიხარულს ემალება.
გულცივობა განაჩენია.
გულგრილს ჯოჯოხეთშიც ერიდებიან.
გულბოროტი სიხარულს მტრობს.
გულმოკლულობა ნამდვილ სიკვდილზე ძნელია.
გულანთებულები ქმნიან ცხოვრების საზრისს.
"გული, გრძნობა და გონება ერთმანეთზედა ჰკიდიან - რა გული წავა იგიცა წავლენ და მისკენ მიდიან."
გულითადი სალამი ყველას, ვინც სხვა ადამიანს გულს უთბობს. ❤️"