იყავი "ერთი ყვავილი" - ის თავის თავში ასსაც მოიცავს,- ამის შესახებ ფილოლოგი, გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს.
"იაპონელი მწერალი იასუნარი კავაბატა ნობელის პრემიის მიღებისას (1968) ამბობს:
"ერთი ყვავილი უკეთესად გადმოგვცემს ყვავილთა სამყაროზე შთაბეჭდილებას, ვიდრე ასი ყვავილი".
მართალია:
იდეას, სულს მრავალზე მეტად ერთი განასახიერებს - არსებას არ სჭირდება სიმრავლე.
და თუ მაინც სიმრავლეზე ვილაპარაკებთ, უნდა ვთქვათ, რომ მას უნდა მსჭვალავდეს "ერთება", მთლიანობა - როგორც ადამიანს - განა ჩვენი ყველა ფიქრი, სიტყვა თუ ქცევა განუყოფელი პიროვნული ერთის გამოვლინება არ არის?
იყავი "ერთი ყვავილი" - ის თავის თავში ასსაც მოიცავს",- წერს გია მურღულია.