მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხე მერვედფინალური შეხვედრის დაწყების დრო გადაიდო.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მეხიკოში, „აცტეკაზე“ მექსიკა-ინგლისი შეხვედრის დაწყების დრო ერთი საათით გადასწიეს მოსალოდნელი შტორმის გამო, მაყურებლებს კი სტადიონის დატოვება უბრძანეს.
ასევე ცნობილი გახდა, რომ ბოსნია და ჰერცეგოვინასთან მატჩში მინდვრიდან პირდაპირი წითელი ბარათით გაძევებულ შეერთებული შტატების ნაკრების წევრს, ფოლარინ ბალოგუნს, ფიფამ ბელგიასთან შეერთებული შტატების მატჩის წინ ავტომატური დისკვალიფიკაცია 12-თვიანი ვადით შეუჩერა.
ფიფას გადაწყვეტილების მიღებამდე მიმდინარე პროცესი სულ უფრო და უფრო მეტი კრიტიკის ქარცეცხლში ექცევა მას შემდეგ, რაც „ნიუ-იორკ ტაიმსმა“ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პირადად ჩაერია და ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო დაარწმუნა წითელი ბარათის გაუქმებაში.
ტრამპმა ირიბად დაადასტურა თავისი მონაწილეობა, როდესაც სოციალურ ქსელში ფიფას მადლობა გადაუხადა გადაწყვეტილების გაუქმებისთვის, რომელსაც მან „უსამართლო“ უწოდა.
ბოლო ინფორმაციის, მაყურებელს სტადიონზე დაბრუნების ნება დართეს და შეხვედრა მალე დაიწყება.




