სისულელეა და აბსურდია, მეტი არაფერი. არც ვაპირებ კომენტარის გაკეთებას ამ თემაზე, - ასე გამოეხმაურა ოლიმპიური ჩემპიონი და „ქართული ოცნების“ სიის მე-7 ნომერი გენო პეტრიაშვილი იმ ნეგატიურ კომენტარებს, რომელიც ბოლო პერიოდში ვრცელდება მისი „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიაში ჩართვასთან დაკავშირებით.

„ესენი არიან ჯგუფები, რომლებიც ცდილობენ ადამიანებს მიაყენონ შეურაცხყოფა. ადამიანების, რომლებიც მთელი თავიანთი ცხოვრება ქვეყანას გულწრფელად ემსახურებიან, ბევრი გამარჯვება და ემოცია შესძინეს გულშემატკივარს და ჩვენს მოსახლეობას.

მე პირველ რიგში ჩემი სამშობლო საქართველო მიყვარს და ვფიქრობ, რომ ჩვენი გუნდი ძალიან ბევრ მაგარ საქმეს გააკეთებს. დავიბრუნებთ იმ ჩვენს დაკარგულ ტერიტორიებს და ავაშენებთ ძალიან მაგარ სახელმწიფოს.

ოკუპანტების მიერ ჩემი გატაცება - ეს ჩემი ცხოვრების ნაწილია, ჩემი წარსულია და გადავლახე, გავიმარჯვე ძალიან ბევრ რამეზე, ძალიან დიდ სირთულეზე.

წარმოშობით სამაჩაბლოდან ვარ ძალიან მიყვარს და გული მტკივა, რომ დროებით ოკუპირებულია, მაგრამ ჩვენი გუნდი იქნება ის ვინც მიიყვანს ჩვენს ქვეყანას გაერთიანებამდე და ნამდვილ ევროპულ სახელმწიფოს ავაშენებთ“, - აღნიშნა გენო პეტრიაშვილმა გადაცემაში „იმედის კვირა“.