ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავნის უღელტეხილი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
ასევე აღდგენილია მოძრაობა მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისთვის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე .










