საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული XIX, XX და XXI საუკუნეებში გადაღებული  ქართული ისტორიული ძეგლების ამსახველი 150-ზე მეტი ფოტოდოკუმენტი ონლაინსივრცეში გახდა ხელმისაწვდომი.

ეკლესია-მონასტრების, ციხე-ქალაქებისა და სხვა ისტორიული ნაგებობების ფოტოები მნიშვნელოვანი ვიზუალური წყაროა სხვადასხვა ისტორიული ძეგლის შესასწავლად. ფოტოებს შორისაა ალავერდის, გელათის, ბაგრატის, ლიხნის, ბიჭვინთის, გრემის, კუმურდოს, სამთვისის, იტრიის, უბისა, კვირიკესა და ივლიტას, მოწამეთას, ნიკორწმინდას, ბარაკონის,  საფარას ეკლესია-მონასტრები, ასევე აწყურის, ანაგის, სამწევრისის, ორბელის, ხერთვისის ციხეები, ბესლეთის ხიდი და სხვა ისტორიული ძეგლები.

 კოლექციაში შეტანილია თანამედროვე პერიოდის ფოტოებიც, რომლებიც პროექტ „ეროვნული არქივის ექსპედიციების“ ფარგლებშია გადაღებული. პროექტი ხელს უწყობს ქართული კულტურული მემკვიდრეობის დოკუმენტირებასა და არქივში შენახვას. 

 კოლექციის გასაცნობად ეწვიეთ ბმულს: https://archive.gov.ge/ge/istoriuli-dzeglebi-1.