საქართველოს იუსიტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში კონფერენცია „არქივთმცოდნეობა, წყაროთმცოდნეობა − ტენდენციები და გამოწვევები“ მერვედ გაიხსნა. ღონისძიება 2016 წლიდან მისი მიზანი სამეცნიერო სიახლეების თავმოყრა, ინტერდისციპლინური და ინტერკულტურული კვლევების ხელშეწყობა, ქართველ და უცხოელ მეცნიერებს შორის სამეცნიერო კავშირების წახალისებაა.
ღონისძიება იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილმა გახსნა. მისასალმებელ სიტყვაში მან ხაზი გაუსვა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ჩატარების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ სამეცნიერო კვლევებზე დაფუძნებული მიდგომების დანერგვა და მჭიდრო დარგობრივი თანამშრომლობა პარტნიორი ქვეყნების შესაბამის უწყებებთან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებებია. კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა.
წლევანდელი საერთაშორისო კონფერენცია დავით აღმაშენებლის 950 წლის იუბილეს ეძღვნება. ამდენად, მე-12 საუკუნის საქართველოს ისტორიის საკითხებზე ცალკე სექცია იმუშავებს. თემატურ სესიებზე განხილული იქნება ფილოლოგიის, ისტორიის, ხელოვნებათმცოდნეობის, კულტუროლოგიის, ციფრული არქივებისა და მონაცემთა ბაზების, კონსერვაცია-რესტავრაციის აქტუალური საკითხები.