დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში დროებითი საექსპერტო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.
სააგენტოს დირექტორმა ზურაბ უტიაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს დევნილთა გრძელვადიანი განსახლების მიმართულებით მიმდინარე სამუშაოები და სამომავლო გეგმები გააცნო. შეხვედრაზე განიხილეს საცხოვრებელი ფართების განაწილების მექანიზმების კიდევ უფრო დახვეწის საკითხიც.
საექსპერტო ჯგუფის შემადგენლობაში სახალხო დამცველის აპარატისა და იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შედიან, რომლებიც იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობენ.