არასდროს ეკლესიას უკრაინაში მებრძოლ ადამიანთათვის რაიმე შემზღუდავი ნორმა არ დაუდგენია და ეს ყველამ იცის, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე წერს.
„ვუსამძიმრებ ლატარიების ოჯახს.
ეს კომენტარი გუშინ გავაკეთე:
სიმართლე გაცხადდება და თავად ამხელს მათ, ვინც სცადა, ეს უბედური და სამწუხარო, მგრძნობიარე ამბავი ეკლესიის დასაკნინებლად გამოეყენებინა. არასდროს ეკლესიას უკრაინაში მებრძოლ ადამიანთათვის რაიმე შემზღუდავი ნორმა არ დაუდგენია და ეს ყველამ იცის“, - წერს ანდრია ჯაღმაიძე.
ცნობისათვის, 26 წლის ლანა ლატარია, რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა. ის უკრაინაში მებრძოლი ჯარისკაცის, ზაალ ლატარიას შვილი იყო.
ზაალ ლატარიამ „ფეისბუკზე“ დაწერა, რომ მას მიცვალებულის ტაძარში დასვენებაზე უარი უთხრეს, თუმცა რატომ არ აუხსნიათ.









