მედიკოსების ინფორმაციით, არასრულწლოვანს ქალა-ტვინის ტრავმა აქვს მიღებული. ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის სირთულის გათვალისწინებით საჭირო გახდა მისი  თბილისში გადაყვანა. 


ცნობისათვის, გოგონა იმ ავტომობილში იმყოფებოდა, რომელიც გუშინ დედოფლისწყაროს ცენტრალურ მაგისტრალზე გადაადგილებისას მოცურდა და ბოძს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად, ავტომობილის 44 წლის მძღოლი, სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლის პედაგოგი ადგილზე გარდაიცვალა. 

გამოძიება მომხდარ ფაქტზე,სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 6- ე ნაწილით მიმდინარეობს.