სამუშაო შეხვედრაზე, ტაჯიკეთის დელეგაციის წევრები საქართველოში დაცული ტერიტორიების მართვის სისტემის და დაცული ტერიტორიების სააგენტოს საქმიანობის ძირითად მიმართულებებს გაეცნენ.
მხარეებმა გარემოსდაცვითი და ეკოტურისტული მიმართულებით ორი ქვეყნის დაცულ ტერიტორიებზე განხორციელებული პროექტებისა და მიზნების შესახებ ინფორმაცია გაცვალეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა დაცულ ტერიტორიებზე ბიომრავალფეროვნების დაცვა-მონიტორინგის კუთხით თანამედროვე ტექნოლოგიებზე. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანი იქნება დაცული ტერიტორიების მართვის მიმართულებით გამოცდილების გაზიარება; მხარეები სამომავლო თანამშრომლობის საკითხზე შეთანხმდეთ.
ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები იმყოფებოდნენ მტირალას, ქობულეთის, კინტრიშის, ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებზე, წალკის და მარტვილის კანიონებზე, სათაფლიას, პრომეთეს და თეთრა მღვიმეებში, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში და განხორციელებულ პროექტებს და მართვის სპეციფიკას გაეცნენ.