ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საპატრიარქოში განმარტება გაკეთდა.

საქართველოს საპატრიარქოს მცხეთა-თბილისის ეპარქიული კომისიის დასკვნაზე, რომელიც არქიმანდრიტ ილიასთან (თოლორაია) დაკავშირებით გავრცელდა, ამ გადაწყვეტილების გარშემო არსებულ საკითხებზე დეტალურად საუბრობენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

ვიდეომასალას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.