ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იცის, რას აკეთებს კახი კალაძე და რა გაუკეთებია მამუკა ხაზარაძეს! 
ხაზარაძე რომ თაღლითია, ვიცით. ამის მიუხედავად მისი თანაპარტიელები კახი კალაძის კორუმპირებულობაზე საუბრისას უხერხულობას რომ არ გრძნობენ, ამას რა შეიძლება დავარქვათ?  - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე სოციალურ ქსელში წერს. 

"ნაცმოძრაობის ფრაზეოლოგიით გაჯერებული ლელოს ნარატივი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ემსახურება მერის უსაფუძვლო დისკრედიტაციას და მიმართულია ქალაქის სწორი განვითარების შეფერხებაზე, არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ ცდილობენ საკუთარი ბინძური წარსულის და დღევანდელი ბოროტული ქმედებების
გადაფარვას. 
თქვენს საქციელს ქვეყნის მტრობა ჰქვია! - წერს ავთანდილ ცინცაძე "ფეისბუკში".