ვაჟა-ფშაველას გამზირზე, ეროვნულ არქივთან, რომლის მიმდებარე ტერიტორიაზეც ცოტა ხნის წინ ხანძარი გაჩნდა, არქივის თანამშრომლები იმყოფებიან.
მათი ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არქივის საცავი, სადაც მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია ინახება, არ დაზიანებულა.
არქივის თანამშრომელთა განცხადებით, ცეცხლი ეროვნული არქივის ეზოში მდებარე დამხმარე შენობაში გაჩნდა, სადაც მნიშვნელოვანი დოკუმენტები არ ინახება.
„მთავარი შენობა, მთავარი საცავი, სადაც მნიშვნელოვანი დოკუმენტები ინახება, გადარჩენილია. მას ხანძარი არ შეხებია“, – აცხადებენ არქივის თანამშრომლები.
ამასთან, ეროვნული არქივის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ დამხმარე შენობაში ძველი კინოფირები ინახებოდა, რომელიც თვითაალებადია და ამიტომ იყო ცალკე საცავში, თუმცა, ყველა გაციფრულებულია და კინომასალა არ დაიკარგება კინომასალა.
ეროვნული არქივის ეზოში, ცალკე მდგომ შენობაში ხანძარი დაახლოებით ერთი საათის წინ გაჩნდა. ამ დროისათვის ხანძარი ლიკვიდირებულია.
წყარო: მაუწყებელი