მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენა. პარალელურად, ჩვენ ვრჩებით ხაზზე თითოეულ ოჯახთან, ვისაც განსახლების შემდეგ და ასეთი ბევრია, სჭირდება სურსათი, პირველადი მოხმარების საგნები, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ ოზურგეთიდან ჩართვისას განაცხადა.
მისი თქმით, მოსახლეობის დასახმარებლად ყველაფერი უზრუნველყოფილია სარეზერვო ფონდიდან.
„მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენა. პარალელურად, ჩვენ ვრჩებით ხაზზე თითოეულ ოჯახთან, ვისაც განსახლების შემდეგ და ასეთი ბევრია, სჭირდება სურსათი, პირველადი მოხმარების საგნები. ეს ყველაფერი უზრუნველყოფილია სარეზერვო ფონდიდან. თუმცა, მინდა მადლობა გადავუხადო კერძო სექტორსა და ყველა იმ მოქალაქეს, ვინც მთელი დღის განმავლობაში მოდიოდა და თავის სოლიდარობას გამოხატავდა. უპრეცედენტო ერთიანობა იყო. ამან მოგვცა ძალიან დიდი მოტივაცია და ენერგია, რომ გაგვეკეთებინა მაქსიმუმი. ურთულეს პირობებში მუშაობენ როგორც მერიის, ასევე ცენტრალური ხელისუფლების სამსახურები, პოლიცია, ყველა სტრუქტურა ჩართულია და აკეთებს, რაც შეუძლია, რათა მოქალაქეებს დაეხმაროს“, - განაცხადა თალაკვაძემ.
მან ასევე ისაუბრა, არის თუ არა მეწყრული პროცესების განმეორების რისკები. მისივე თქმით, პრევენციის მიზნით, მათ სტიქიის ზონიდან გამოიყვანეს მოქალაქეები და გარკვეული რისკები ამ მხრივ ჯერ კიდევ არსებობს.
გურიაში მესამე დღეა სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს საძიებო სამუშაოების შედეგად ნაპოვნია სამი ცხედარი.