მძიმეა შემთხვევის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობაც, რომელიც სამკურნალოდ თბილისში გვიან ღამით გადაიყვანეს.

შემ­თხვე­ვა  ახ­მე­ტა-ალ­ვა­ნის და­მა­კავ­ში­რე­ბელ გზა­ზე ღამით  მოხ­და. სწრა­ფად მოძ­რა­ვი "ლენდ რო­ვე­რის" მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლი, სა­დაც ერთი ოჯა­ხის 6 წევ­რი იჯდა, გზის სა­ვა­ლი ნა­წი­ლი­დან გა­და­ვი­და და ამოტ­რი­ალდა. 

შემ­თხვე­ვის შე­დე­გად და­ი­ღუპ­ნენ მძღო­ლის მე­უღ­ლე ნა­თია ჭი­ჭი­აშ­ვი­ლი და მძღო­ლის და ნა­თია ფა­რე­უ­ლი­ძე. 


ადგილობრივების ინფორმაციით, მანქანა გაუმართავი იყო და შესაძლია შემთხვევის მიზეზი სწორედ ეს ფაქტი გახდა.

"ამ­ბო­ბენ, რომ მან­ქა­ნა გა­უ­მარ­თა­ვი იყოო, ვე­უბ­ნე­ბო­დით, ამ მან­ქა­ნით ნუ და­დი­ხა­რო. სა­ში­ნე­ლე­ბა ტრი­ა­ლებს." - ამბობენ და­ღუ­პუ­ლე­ბის ნათესავები.

მომ­ხდარ­ ფაქტზე  და­წყე­ბუ­ლია გა­მო­ძი­ე­ბა.