მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 80 წელი გავიდა. მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან, 700 000 ადამიანი წავიდა, აქედან ნახევარი, უკან არ დაბრუნებულა.
პოსტსაბჭოთა ქვეყნების ნაწილში გამარჯვების დღე სამოქალაქო დღესასწაულია - ზეიმობენ 1945 წელს საბჭოთა კავშირის მიერ ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვებას და აღინიშნება 1945 წლის 8 მაისს გვიან საღამოს, გერმანიის კაპიტულაციის აქტის ხელმოწერის აღსანიშნად.
საბჭოთა მთავრობამ გამარჯვება გამოაცხადა 9 მაისს, დილით ბერლინში ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ. დღესასწაული 1945 წელს დაწესდა, თუმცა უქმე დღედ 1965 წელს გამოცხადდა.
აღმოსავლეთ გერმანიაში 8 მაისი აღინიშნებოდა როგორც გათავისუფლების დღე 1950 წლიდან 1966 წლამდე.
1967 წელს 8 მაისს აღნიშნეს საბჭოთა სტილის „გამარჯვების დღე“.
2002 წლიდან გერმანიის ფედერალურ მხარეში მეკლენბურგ-წინა პომერანია აღინიშნება ნაციონალ-სოციალიზმისგან გათავისუფლებისა და მეორე მსოფლიო ომის დასრულების დღე.
საქართველოში 9 მაისი ოფიციალურ უქმე დღედაა გამოცხადებული და ეწოდება ფაშიზმზე გამარჯვების დღე.