"ზოგიერთი ქვეყნის ლიდერის 9 მაისს მოსკოვში ჩასვლის წინააღმდეგ ბრიუსელის მუქარის ფონზე, ძნელია, არ გაიხსენო აგვისტოს ომიდან რამდენიმე თვეში, 2010 წლის 9 მაისი, წითელი მოედანი…" - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს და იმ პერიოდის ვიდეო მასალას აქვეყნებს:

"ზოგიერთი ქვეყნის ლიდერის 9 მაისს მოსკოვში ჩასვლის წინააღმდეგ ბრიუსელის მუქარის ფონზე, ძნელია, არ გაიხსენო აგვისტოს ომიდან რამდენიმე თვეში, 2010 წლის 9 მაისი, წითელი მოედანი…

რუსეთის პრეზიდენტს მხედრულ სალამს აძლევენ… უკრაინის, პოლონეთის, დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის, საფრანგეთის შეიარაღებული ძალები.

ალბათ, იმიტომ, რომ

ჩვენი ომი ომი არ იყო,

ჩვენი სისხლი სისხლი არ იყო,

ჩვენი ცრემლი ცრემლი არ იყო..." - წერს შალვა პაპუაშვილი.