ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს:
⛈️ 6 ივლისის დღის ბოლოდან 9 ივლისის დღის პირველ ნახევრამდე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, კახეთის რეგიონში ძალიან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.
❗️მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია აღმოსავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, კახეთის რეგიონის პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გაქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე კახეთის რეგიონში - მაღალი, დანარჩენ ტერიტორიაზე - საშუალო).




