საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ პირთა ოდენობის შესახებ I კვარტალის სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემების თანახმად, 2023 წლის I კვარტალში საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთა განხორციელდა 3 574 595-ჯერ, რაც შარშანდელი I კვარტალის მაჩვენებელს (1 725 485 შემოსვლა+გასვლა) 107%-ით აღემატება
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემების თანახმად, 2023 წლის I კვარტალში უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთა (შემოსვლა+გასვლა) განხორციელდა 2 348 856-ჯერ.
2023 წლის I კვარტალში უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის (გასვლის) ოდენობა შეადგენს 1 198 961-ს, ხოლო გადმოკვეთის (შემოსვლის) ოდენობა კი 1 149 895-ს ანუ 2022 წლის ბოლოს საქართველოში მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა რაოდენობა I კვარტალის ბოლოსთვის შემცირდა 49 066-ით.
2023 წლის I კვარტალში რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების მიერ საქართველოს საზღვრის გადაკვეთის (გასვლის) ოდენობამ შეადგინა 320 236, ხოლო გადმოკვეთის (შემოსვლის) ოდენობამ კი 298 285 ანუ 2022 წლის ბოლოს საქართველოში მყოფ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა რაოდენობა I კვარტალის ბოლოსთვის შემცირდა 21 951-ით.
2023 წლის I კვარტალის ბოლოს, 2022 წლის ბოლოსთან შედარებით, საქართველოში 1000-ით და მეტით აგრეთვე შემცირდა მოქალაქეთა რაოდენობა შემდეგი ქვეყნებიდან:
სომხეთიდან - 14 608-ით;
თურქეთიდან - 9 960-ით;
უკრაინიდან - 2 318-ით;
იორდანიიდან - 1 040-ით.
2023 წლის I კვარტალის ბოლოს, 2022 წლის ბოლოსთან შედარებით, საქართველოში 2 733-ით გაიზარდა ინდოეთის მოქალაქეთა რაოდენობა