კომპანია "თელასის" ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 11 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება თბილისის რამდენიმე უბანს. ელექტროენერგიის აღდგენის გრაფიკი ქუჩების მიხედვით ასეთია:
სამგორის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ლოჭინის ხევის დასახლების, ქვემო ალექსეევკის დასახლების, აფრიკის დასახლების, ნავთლუღის დასახლების, გუმათჰესის, ჭიჭინაძის, სანაძის, ფაღავას, აფშინაშვილის, ჭილაშვილის, წურწუმიას, მაჩაბელის, გიორგი გვაზავას, ოდიშელიძის, ფრონეს, ქვილითაიას, თურმანაულის, ანდრია გუგუშვილის, რაზიკაშვილის, ქიზიყის, მოსტკოვის, გურჯიევის, სავანეს, ცისკარიშვილის, გუმათის, ტიმოთე გაბაშვილის, ოდიშელიძის, საჯაიას, იოსებ და ლეონ ორბელების, ზაალიშვილის, ცისარტყელას და ენგურჰესის ქუჩების მოსახლეობას.









