სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს წარმომადგენლები ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატში იმყოფებოდნენ და ბენეფიციარებს ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე მიულოცეს. 

„სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ზრუნვის ქვეშ მყოფი ხანდაზმულების უფლებები იყოს დაცული და მათ ღირსეული საცხოვრებელი გარემო ჰქონდეთ. მათ განსაკუთრებით სჭირდებათ ჩვენი მხარდაჭერა და ოჯახურ გარემოსთან მიახლოებული პირობების შექმნა,“ - განაცხადა სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ლაშა ჯინჯიხაძემ.

ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე გაეროს გენერალური ასამბლეის №45/106 რეზოლუციის საფუძველზე 1990 წლიდან დაწესდა და ის ყოველ წელს 1 ოქტომბერს აღინიშნება.