საბოტაჟის საქმეზე ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ 30 ათასი ლარის არასაპატიმრო გირაო შეუფარდა,

მას  ჩამოერთვა პირადობის მოწმობა და პასპორტი. როგორც ჯაფარიძემ სხდომის შემდეგ განაცხადა, ჯერ არ აქვს პოზიცია, გადაიხდის თუ არა გირაოს.

პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა 6 ნოემბერს დაიწყო. პროკურატურის ინფორმაციით, საქმე ეხება სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს - საბოტაჟს, უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსებას და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას.