პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს.
როგორც "აიპრესს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 6 პირი,
ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაკავებულებს შორისაა "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე. თუმცა, უწყება ზურაბ ჯაფარიძის დაკავების შესახებ ინფორმაციას ამ ეტაპზე არ ადასტურებს.
ცნობისთვის, 76 მომხრე, 13 წინააღმდეგი - პარლამენტმა ე.წ. აგენტების შესახებ კანონი პირველი მოსმენით მიიღო.
პარლამენტმა "ახალი ძალის" მიერ ინიცირებული "უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ" კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, კანონი გაიგზავნება ვენეციის კომისიაში, საიდანაც დასკვნა დაახლოებით 3 თვეში იქნება.
პარალელურად პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია "არა რუსულ კანონს" მიმდინარეობს, სადაც ე.წ. აგენტების შესახებ კანონის განხილვას და მიღებას აპროტესტებენ.
პარლამენტთან, სპეცრაზმმა მომიტინგეების დასაშლელად უკვე მეორედ გამოიყენე ცრემლსადენი აირი და წყლის ჭავლი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენჯერმე გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია საპროტესტო აქციამ მიიღო ძალადობრივი ხასიათი - თუ შეკრებილები არ დაემორჩილებიან პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას გამოვიყენებთპროპორციულ ძალას, მათ შორის, სპეციალურ საშუალებებს
ასევე, შსს-ს ინფორმაციით, აქციის მონაწილეთა ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავდა რამდენიმე სამართალდამცველი, დაზიანდა საპოლიციო ტექნიკა და აღჭურვილობა
ცნობისთვის, დაახლოებით 21:00 საათზე პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე წყლის ჭავლი გამოიყენეს