გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქვეყნის შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრსა და ერთ-ერთ მოქალაქეს შორის თბილისში, ვაკეში მდებარე "ავერსის" აფთიაქთან ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
მოგვიანებით, ფაქტი დაადასტურა გიორგი შარაშიძემ, რომელიც მომღერალ "უცნობის" სიძე აღმოჩნდა.
"რუსთავი 2"_-თან შარაშიძე აცხადებს, რომ მისსა და ვანო მერაბიშვილს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. მისივე თქმით, კონკრეტულად რას მოყვა დაპირისპირება ამის შესახებ სამართალდამცველებთან ისაუბრებს, თუ ფაქტით დაინტერესდებიან.
გაირკვა რომ ვანო მერაბიშვილს მომხდარი ფაქტის შესახებ შსს-სთვის არ მიუმართავს.
როგორც "აიპრესს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო. რაც ძალადობას გულისხმობს.