თბილისში მელიქიშვილის გამზირზე, "ქართული ოცნების" დედაქალაქის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან განთავსებული საარჩევნო ბანერების დაზიანების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
როგორც "აიპრესს" შსს-ში განუცხადეს საარჩევნო ბანერების დაზიანების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
"შინაგან საქმეთა სამინისტრომ, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლების მომართვის საფუძველზე, საარჩევნო ბანერების დაზიანების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
სამართალდამცველები ფაქტთან დაკავშირებით შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ."
შეგახსენებთ, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.