საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი პოლიტიკური პარტიის საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა 26 ოქტომბერს 14:00 საათზე განახლდება.
სარჩელის არსებითი განხილვა მთელი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. საჭიროების შემთხვევაში კი სხდომები, შესაძლოა, მომდევნო კვირებშიც გაიმართოს.
ოპოზიციის წარმომადგენლებმა სამდღიანი განხილვის დროს რამდენიმე შუამდგომლობა დააყენეს. მათ შორის, ითხოვდნენ, პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელი საკონსულტაციო დასკვნის მისაღებად სტრასბურგში გაეგზავნათ, ასევე პროცესში ჩართულიყვნენ ვენეციის კომისიის ექსპერტები. ოპოზიციამ სასამართლო პროცესის ერთი თვით გადადებაც მოითხოვა, თუმცა სასამართლოს პლენუმმა არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.








