სახალხო დამცველი აცხადებს, რომ გმობს მიშა მშვილდაძეზე ფიზიკურ თავდასხმას და მოუწოდებს პროკურატურას, საქმე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გადასცეს.

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი გმობს მიშა მშვილდაძის მიმართ დღეს განხორციელებული ფიზიკური თავდასხმის ფაქტს და მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, საქმე შინაგან საქმეთა სამინისტროდან, შემდგომი გამოძიების მიზნით, გადასცეს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, რათა დადგინდეს, ხომ არ ჰქონდა ადგილი ფიზიკური ძალადობით განხორციელებულ დევნას აზრის გამოხატვის გამო, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებაში.

„სახალხო დამცველი მოუწოდებს საგამოძიებო უწყებას, გადადგას შესაბამისი ნაბიჯები პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირების მიზნით; სწრაფად და სრულფასოვნად ჩატარდეს ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, მოპოვებულ იქნას ვიდეო ჩანაწერები, გამოიკითხონ მოწმეები, ჩატარდეს სამედიცინო ექსპერტიზა და სხვა“, – ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მიშა მშვილდაძის ცემის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

შსს-ში აცხადებენ, რომ მიშა მშვილდაძის ცემის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.